fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან, 20 იანვრიდან, დამატებით 600 პოლიციელი ათენში, აქედან 160 ომონიაზე – დაკავებულია 7.000 არალეგალი მიგრანტი ატიკის ტერიტორიაზე

დღეს საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ ომონიის პოლიციის განყოფილებიდან ოფიცრების რაოდენობის გაზრდის შესახებ გააკეთა განცხადებები და ხაზი გაუსვა, რომ აქტიურად გაგრძელდება ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

მინისტრის განცხადებით, ხვალიდან, 20 იანვრიდან, ათენში 600 ახალი ოფიცერი განთავსდება, აქედან ომონიაზე იმუშავებს დამატებით 160 პოლიციელი, დანარჩენები, განაწილდებიან იმის მიხედვით, თუ სად ფიქსირდება დანაშაულის უფრო მაღალი მაჩვენებელი და სად არის უფრო მეტი თავისუფალი ადგილი.

“საბერძნეთის პოლიციის შტაბი უზრუნველყოფს, რომ ოფიცრების რაოდენობა ქუჩებში უფრო და უფრო გაიზრდოს, ეტაპობრივად. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი, ვაგრძელებთ შრომას, გეგმის მიხედვით, რომელიც შემუშავებული გვაქვს. მხარს ვუჭერთ როგორც მოქალაქეებს, ასევე, თავად ოფიცრებს, სიტუაციის გასაუმჯობესებლად. წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ გვექნება დადებითი შედეგები.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დრომდე საბერძნეთის პოლიციის მიერ მოხდა 7.000 მიგრანტის აყვანა, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად, საბუთების გარეშე იმყოფებოდა. აქტიურად გაგრძელდება ბრძოლა როგორც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის, ასევე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ,” აცხადებს თეოდორიკაკო.

onalem

ტესტ