fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვრის ინტენსივობის და ჰაერის ტემპერატურის მატება საბერძნეთში

ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა, მაგრამ მზე აფრიკულმა მტვერმა გადაფარა. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ჰაერში აფრიკული მტვრის ინტენსივობა კიდევ უფრო მოიმატებს და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია პერიოდული წვიმაც.

მომდევნო დღეებში მოსალოდნელია თბილი ამინდი, სეზონისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურა, თუმცა, ღრუბლიანობაც. დღეისთვის დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია წვიმა და აფრიკის კონტინენტიდან მტვრის კიდევ ერთი ტალღის გადმოტანა, ფენომენი ხვალ კიდევ უფრო გააქტიურდება.

ატიკის რეგიონში სინოპტიკოსები ჰაერის 19 გრადუსამდე გათბობას პროგნოზირებენ, ხოლო თესალონიკში იგივე მაჩვენებელი 18 გრადუსს მიაღწევს. ატიკაში შუადღეს პერიოდულ წვიმებს უნდა ველოდოთ, თესალონიკში კი, ნალექი ნაკლებად მოსალოდნელია.

29 მარტი

30 მარტი

onalem

ტესტ