fbpx
საბერძნეთი

ელენი ფურეირა & ალბერტო ბოტია – წყვილი დაქორწინებას არ გეგმავს, თუმცა, ახალშობილ ვაჟს სულ მალე მონათლავს

როგორც ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს რეპორტაჟიდან გახდა ცნობილი, ელენი ფურეირა და მისი მეორე ნახევარი, ალბერტო ბოტია, სულ რამდენიმე თვეში თავიანთ ვაჟს მონათლავენ. ნათლობის ცერემონია შედგება 2024 წლის გაზაფხულზე, როცა ბავშვს 1 წელი შეუსრულდება და მას ორი ნათლია ეყოლება.

ბოტია და ფურეირა უახლოეს მომავალში დაქორწინებას არ გეგმავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნათლობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ვინაიდან ნათლობისა და ქორწინების ცერემონიები ძირითადად ერთად იმართება ხოლმე. რაც შეეხება ბავშვის სახელს, წყვილი არ ფიქრობს მისთვის ესპანური სახელის დარქმევას, არამედ ძველბერძნულ სახელზე აპირებს არჩევანის შეჩერებას.

ახალშობილის ნათლიები იქნებიან ფურეირას პირადი დამხმარე, ვასილეოს სისმირიკის და მისი მეორე უახლოესი მეგობარი, პეტროს ცაპარდონისი.

ფურეირა აღნიშნავს, რომ შვილის შეძენის შემდეგ მისი ცხოვრება და დამოკიდებულებები სრულებით შეიცვალა, ასევე ამბობს, რომ ისურვებდა, ბიჭს მისი ბაბუის თვისებები და სიდინჯე გამოჰყვეს, რადგან ის მისთვის კარგი მაგალითია.

onalem

ტესტ