fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში პირადი ნომერი შემოდის – ის გააერთიანებს ΑΦΜ-ს, AMKA-ს, პასპორტსა და პირადობის მოწმობას

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში მოსახლეობის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა პირადობის ახალი მოწმობების შემოღებას, მთავრობა სხვადასხვა სფეროების ციფრულიზაციას არ წყვეტს და სულ მალე მოქმედებაში შევა მოქალაქის პირადი ნომერიც, რომელიც გააერთიანებს მასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.

ცხადია, ციფრულიზაციის მიზანია ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ყოველდღიურობის გამარტივება. ამჯერად საუბარია პირად ნომერზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ექნება და გააერთიანებს ყველა იმ რიცხვს, რომელიც ადამიანებს აქვთ, საუბარია ΑΦΜ, ΑΜΚΑ-ზე, ასევე, პირადობის მოწმობასა და პასპორტზე დატანილ ნომრებზე. ანუ მხოლოდ პირადი ნომრით შესაძლებელი იქნება, რომ მონაცემთა ბაზაში ვიპოვით კონკრეტული ადამიანის ΑΦΜ-იცა და AMKA-ც, შესაბამისად, ამ ნომრების ცალ-ცალკე დამახსოვრებაც აღარ იქნება საჭირო.

ციფრული მმართველობის სამინისტრო განიხილავს საკითხს, რომ ამ სიაში შევიდეს მართვის მოწმობის მონაცემებიც, თუმცა, ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება.

აღნიშნული სისტემა მოსალოდნელია, რომ ამუშავდეს ნოემბერში და მოსახლეობამ პირადი ნომრების მიღება დაიწყოს.

onalem

ტესტ