fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან, 27 სექტემბრიდან მეტროს მე-3 ხაზზე მოძრაობის სიხშირე იცვლება – ნახეთ დეტალები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ახალი მეტროსადგურების გახსნასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია, რაც მე-3 ხაზს ეხება.

კერძოდ, რეისები, როგორც ამ დრომდე იყო, კვლავ განხორციელდება ნიკეამდე და მგზავრებისთვის ეს ბოლო გაჩერება იქნება, შემდეგ მატარებლები სადგურამდე “დიმოტიკო თეატრო” განახორციელებენ საცდელ რეისებს, შესაბამისად იქამდე ცარიელი ვაგონები იმოძრავებენ.

ცვლილება შეეხებათ აეროპორტის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს, რომელთა გადაადგილების სიხშირეც მცირდება და გამოივლიან ყოველ 36 წუთში ერთხელ. იგივე არ ეხება დუკისის პლაკენტიის (და პირიქით) მიმართულებას, რომლის მოძრაობის სიხშირეც იქნება ყოველ 4 წუთში ერთხელ, პიკის საათებში.

როგორც უკვე ცნობილია, სულ მალე გვექნება სამი ახალი სადგური, რომელთა საშუალებითაც მე-3 ხაზი გაფართოვდება პირეამდე, სამუშაოები თითქმის დასრულებულია, საცდელი რეისების დასრულების შემდეგ კი, მატარებლები ნიკეას შემდეგაც გააგრძელებენ ხალხის გადაყვანას პირეამდე.

 

 

onalem

ტესტ