fbpx
საბერძნეთი

რა ღირს ათენის ორგანიზებული სანაპიროებით ტკბობა? – შეზლონგების ფასები 180 ევრომდე

კუნძულების გარდა, უშუალოდ ათენშიც გვაქვს ულამაზესი სანაპიროები, რომელთაგან ზოგიერთი ორგანიზებულია და იქ შესვლისა და შეზლონგებით სარგებლობის საფასური, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ წელს იმატებს.

გადავხედოთ, თუ რა ფასი აქვს 2023 წლის ზაფხულში ორგანიზებული სანაპიროებით ტკბობას კვირის სამუშაო დღეებსა და უქმეებზე, ვინაიდან საფასური ამის მიხედვითაც განსხვავდება.

დავიწყოთ Γαλάζια Ακτή-ით, სადაც სამუშაო დღეებში შესვლა უფასოა, თუმცა, შაბათ-კვირას 3 ევრო ღირს, შეზლონგების საფასური სამუშაო სამუშაო დღეებში 2,50 ევროდან 3,50 ევრომდეა (მისი სახეობის მიხედვით), თუმცა, შაბათ-კვირას 5-დან 7,50 ევრომდე დაგიჯდებათ.

ალიმოს ტერიტორიაზე არსებულ სანაპიროზე,  Ακτή του Ήλιου, სამუშაო დღეებში 6 ევროა საფასური, შეზლონგები კი 2 ევრო ღირს, შაბათ-კვირას შესვლა 8 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო შეზლონების საფასური 4 ევრომდე იზრდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულია ამ სანაპიროზე შეზლონგი იპოვოთ.

Ακτή Βουλιαγμένης – აქ შესვლა 10 ევრო ღირს სამუშაო დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას 15.

Edem-ში შეზლონგების საფასური 15 ევროა, ხოლო შაბათ-კვირას შესაძლოა 30 ევრომდეც კი მიაღწიოს.

ყველაზე ძვირი, ალბათ, ვულიაღმენის სანაპირო Αστέρας-ია, სადაც სამუშაო დღეებში შეზლონგების საფასური 80 ევროა, თუ წინა რიგში გნებავთ 100 ევრო. შაბათ-კვირას კი, 160 ევრო ღირს, ხოლო წინა რიგში 180 ევრო.

onalem

ტესტ