fbpx
საბერძნეთი

შემზარავი შემთხვევა კრეტაზე: 36 წლის ქალს საქმრომ სამზარეულოს დანით 14 ჭრილობა მიაყენა

კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. 14 ჭრილობა აქვს მიყენებული ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სამზარეულოს დანით საკუთარი საქმრო დაესხა თავს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, მართვით სუნთქვაზე შეაერთეს და რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.

როგორც ირკვევა, დაჭრილი ქალი მეზობლებმა იპოვეს და მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს, ხოლო საკუთარ თავზე კონტროლ დაკარგული მამაკაცი მსხვერპლის მამამ განაიარაღა. მიზეზი, თუ რის გამო მოხდა ინციდენტი, უცნობია. ქალს ჭრილობები მიყენებული აქვს მთელ სხეულზე, თუმცა, მეზობლები აღნიშნავენ, რომ წყვილს შორის ჩხუბი ან სერიოზული კამათი არასოდეს გაუგიათ, შესაბამისად, უკვირთ, რომ მათი დაპირისპირება ამ დონემდე მივიდა.

საქმის მასალების მიხედვით, თავდამსხმელმა სახლისთვის ცეცხლის წაკიდებაც სცადა. პოლიციამ აღმოაჩინა, რომ დაზიანებები მასაც ჰქონდა მიღებული მუცლის არეში და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაცვის თანხლებით არის მოთავსებული.

onalem

ტესტ