fbpx
საბერძნეთი

“ფენომენი Bogdan, მოერიდეთ არააუცილებელ გადაადგილებას” – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება

დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობას 112-ისგან გაეგზავნა შეტყობინება, რომელიც მათ კლიმატური ფენომენის შესახებ აფრთხილებს, სახელად “Bogdan”.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ღამიდან საბერძნეთში ამინდი უარესდება, ვინაიდან იტალიაში მოქმედი კლიმატური ფენომენი ახლა აქეთ მოემართება, იონიის ზღვის გავლით. უხვი ნალექი, წვიმის სახით, ძირითადად მოსალოდნელია ჩრდილოეთ იონიის ზღვასა და იპიროს ტერიტორიებზე.

დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობას სამინისტრო მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის და საჭიროების შემთხვევაში, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

აღსანიშნავია, რომ კერკირაზე ხვალ სკოლები დაკეტილი იქნება.

ხვალ ატიკის რეგიონშიც მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, რომელსაც დასავლეთ საბერძნეთთან შედარებით, მსუბუქი ხასიათი ექნება, ჰაერის ტემპერატურა კი, 16-დან 29 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია მცირე, პერიოდული წვიმა, ჰაერი კი 27 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ