fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა კიპარისიაში: ალბანელი მამაკაცი საკუთარ 4 თვის შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კიპარისიაში მოხდა. დაკავებულია ალბანელი 20 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ 4 თვის გოგონაზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. როგორც ირკვევა, ის ოფიციალურ ჩვენებას ოთხშაბათს, 10:30 საათზე მისცემს. მის ბრალდებებს შორის არის მკვლელობის მცდელობა და ოჯახური ძალადობა.

ამ ყველაფრის შესახებ მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც შაბათს მამაკაცმა ბავშვის დედას დაურეკა და უთხრა, რომ გოგონა კარგად არ იყო. როგორც კი ქალი სამსახურიდან დაბრუნდა, ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ თავის არეში სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ასევე დალურჯებები ჰქონდა სხეულზე, ემართებოდა კრუნჩხვები და აღენიშნებოდა კანკალი, რაც მიუთითებდა, რომ ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი იყო.

ექიმებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ბავშვის მამა დააკავეს, რომელმაც ოფიცრებს განუცხადა, რომ ბავშვს ახრჩობდა და ძლიერად შეანჯღრია, რომ ტირილი შეეწყვიტა.

საქმეზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს, გოგონა კი, ატიკის ბავშვთა საავადმყოფოში გადარჩენისთვის იბრძვის.

onalem

ტესტ