fbpx
საბერძნეთი

ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი გარდაცვლილთა შორის ათენი-კორინთოს გზაზე – კადრები

დღეს ათენი-კორინთოს ცენტრალურ გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც მერის მოადგილედაც მსახურობდა.

როგორც ირკვევა, ავარიაში სამი მანქანა მონაწილეობდა, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ტაქსს, რომლის მძღოლმა და მგზავრებმაც იქიდან გადმოსვლა მოასწრეს, იგივე მიმართულებით მოძრავმა მეორე მანქანამ სიჩქარე შეამცირა, რათა ენახა, თუ რა ხდებოდა, რა დროსაც მას მესამე მანქანა დაეჯახა და მისი მძღოლი და მეორე მანქანში მჯდომი კიდევ ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპნენ.

გარდაცვლილი ბიზნესმენი სწორედ მესამე მანქანაში იჯდა.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ