fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ქალი საკუთარ შვილს უჩივის, რადგან 1.000 ევროს ოდენობის პენსიას უკვე 1 წელია დედის ნაცვლად იღებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენი ქალბატონი, კუნძულ როდოსიდან, საკუთარ შვილს სასამართლოში უჩივის, რადგან მისგან თაღლითობის მსხვერპლი გახდა და დაახლოებით 1 წელია, რაც პენსიას თავად იღებს, თუმცა, დედა ცოცხალი ჰყავს.

ირკვევა, რომ ქალბატონი გერმანიაში ცხოვრობდა და 1964 წლიდან საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობდა, შესაბამისად, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწია, სწორედ გერმანიიდან დაენიშნა 1.000 ევროს ოდენობის პენსია. 2021 წლის იანვრის თვეში ქალბატონმა მიიღო წერილი სახელმწიფოსგან, რომლითაც მას იმის დადასტურებას სთხოვდნენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომ პენსიის ჩარიცხვა გაეგრძელებინათ. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალი საკმაოდ ასაკიანია, დახმარება გერმანიაში მცხოვრებ შვილს სთხოვა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა, დედის ნდობით ისარგებლა, მოატყუა და მინდობილობა გააკეთებინა, რომლითაც გერმანიის სახელმწიფოს შეატყობინა, რომ დედის პენსიას თავად აიღებდა, ბანკის საკუთარ ანგარიშზე.

როდესაც მოხუცმა თავისი ანგარიში შეამოწმა და ნახა, რომ თანხის ჩარიცხვა შეწყდა, მეორე ვაჟის დახმარებით გაარკვია, რომ მისი მონაცემები საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა შესაბამის სტრუქტურაში და თანხას მისი შვილი იღებდა. იმედგაცრუებულმა ქალბატონმა საკუთარ ვაჟს სასამართლოში უჩივლა.

onalem

ტესტ