fbpx
საბერძნეთი

“არ მივიღებ 2.000 ევროს, ვითხოვ 10.000-სს მორალური ზიანისთვის” – ატიკის გზაზე თოვლში ჩარჩენილი ქალის საჩივარი

გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის გზატკეცილის საკითხთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური საჩივარი უკვე შევიდა. ქალბატონი, რომელიც თოვლის მოსვლის გამო, აღნიშნულ გზაზე 16 საათის მანძილზე იყო მომწყვდეული, სასამართლოში ჩივის.

ირკვევა, რომ ის არ არის თანახმა იმ კომპენსაციაზე, რომელსაც მთავრობა მძღოლებზე გაცემს (2.000 ევრო), რადგან მორალური ზიანი, რომელიც მას მიადგა, გაცილებით დიდია. ქალი 10.000 ევროს ითხოვს ტანჯვისთვის, რაც გამოიარა და ხაზგასმით აცხადებს, რომ ატიკის გზატკეცილით ყოველდღე სარგებლობს და ამისთვის წლების მანძილზე დიდი თანხა აქვს დახარჯული (იგულისხმება გზის გამოყენების საფასური).

სარჩელში აღნიშნულია, რომ ის ელოდებოდა შესაბამის დახმარებას სახელმწიფო სტრუქტურებისგან, როდესაც მომწყვდეულები აღმოჩნდნენ სიცივეში, საკვებისა და სასმლის გარეშე და მისთვის 2.000 ევრო დამაკმაყოფილებელი არ არის.

ამასთანავე, მიიჩნევს, რომ არც პრემიერი და არც ატიკის გზატკეცილის ხელმძღვანელობა არ არის სათანადოდ კომპეტენტური იმაში, რომ კომპენსაციის რაოდენობა განსაზღვრონ. მათ არ აქვთ უფლება, გაზომონ ის მორალური და თუნდაც ფიზიკური ზიანი, რაც ვინმეს უმოქმედობით არის გამოწვეული. ქალის განმარტებით, ამ ყველაფრის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს გზით უნდა მოხდეს.

onalem

ტესტ