fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში ვითარება უარესდება: მძიმე პაციენტებს ათენში მატარებლებით გადმოიყვანენ

ახალი არ არის, რომ თესალონიკში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და ექიმები პაციენტებს ვეღარ აუდიან. “პაპანიკოლაუს” სახელობის საავადმყოფოს ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან და ითხოდნენ კიდეც, რომ ნუღარ შეიყვანდნენ კორონავირუსით ინფიცირებულებს, ვინაიდან ადგილები აღარ არის.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მძიმე პაციენტებს, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, სპეციალური რეისებით, მატარებლების საშუალებით, ათენში გადმოიყვანენ.

მხოლოდ ბოლო 24 საათში თესალონიკის საავადმყოფოებში 120 ადამიანი შეიყვანეს კორონავირუსის გართულებებით, საიდანაც 30 მათგანის გადაყვანა სხვა მუნიციპალიტეტში მოხდა, ვინაიდან ექიმებისთვის უკვე შეუძლებელია სიტუაციას გაუმკლავდნენ.

სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო, კრეტადან თესალონიკში უკვე ჩავიდნენ ექთნები, რომელთაც საკუთარი ნებით გამოხატეს სურვილი, რომ ექიმებს დაეხმარნონ და ბრძოლის წინა პლანზე გადაინაცვლეს. მათი თავგანწირვა ნამდვილად გულისამაჩუყებელია.

 

onalem

ტესტ