fbpx
საბერძნეთი

პირველი პლატფორმა, რომელიც ათენში მაღაზიების მოძებნაში დაგეხმარებათ

ათენელების განკარგულებაშია ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც შოპინგისთვის იდეალური გიდი იქნება.

საუბარია პლატფორმაზე, Athens Shopping, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, რომ ნებისმიერ უბანში იპოვოთ მაღაზია, იმის მიხედვით, თუ ზუსტად რისი შეძენა გსურთ.

ათენის მერია მოუწოდებს დედაქალაქის მაღაზიებს, რომ ყველა მათგანი დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე, რათა უფასოდ გაავრცელონ ინფორმაცია თავიანთი პროდუქციის შესახებ და მყიდველებს სხვადასხვა სერვისები შესთავაზონ.

პლატფორმა ითვალისწინებს ყველა სახის მაღაზიის ერთ სივრცეში განლაგებას, რომ ათენელებმა, საკუთარი საჭიროებების მიხედვით, ინფორმაცია სწრაფად მოიძიონ.

onalem

ტესტ