fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი წვეულება საბერძნეთში, იგივე ორგანიზატორებით – ჯარიმები და დაპატიმრებაც კი აღარ მუშაობს

დაუჯერებელია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პოლიციის მიერ აღმოჩენილ წვეულებას გაგრძელება მოჰყვა. როგორც ჩანს, ჯარიმებმა და დაკავებებმა სასურველი შედეგები არ მოიტანა, ამავე ადამიანებმა კიდევ ერთი წვეულება მოაწყვეს და ახლა უკვე კარნავალის სახე მისცეს.

გასულ შაბათს წვეულებაზე 100-მდე ადამიანი ფიქსირდებოდა, რომელთა უმეტესობამაც პოლიციის მისვლისას გაქცევა მოასწრო, ხოლო გასულ ღამეს ჯარიმა 98 პირს გამოუწერეს. ამასთანავე, დააკავეს 5 ადამიანი, ზოგიერთი მათგანი უკვე მეორედ.

აღსანიშნავია, რომ წვეულების მონაწილეები სოციალურ ქსელში ვიდეოების გამოქყევნებას არ ერიდებოდნენ:

onalem

ტესტ