fbpx
საბერძნეთი

ათენში ორი სამგზავრო მატარებელი კინაღამ ერთმანეთს შეეჯახა – შემთხვევა, რომელსაც ფარდა ახლა აეხადა

საზოგადოებაში შოკი გამოიწვია ინფორმაციის გავრცელებამ შემთხვევის შესახებ, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, ათენში, 23 დეკემბერს მოხდა და მაშინ რეაგირება არავისგან მოჰყოლია. როგორც ირკვევა, ახარნესის ტერიტორიაზე მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი კინაღამ ერთმანეთს შეეჯახა. ზუსტად ორი თვის შემდეგ კი, ტემპის ტრაგედია მოხდა, 57 მსხვერპლით.

არსებული ინფორმაცით, მატარებლები მოძრაოდბენენ ერთსა და იმავე ხაზზე, ისევე როგორც ტემპის ტრაგედიის ღამეს. არ მუშაობდა უსაფრთხოების არანაირი სისტემა. საუბარია მატარებელზე, 1313, რომელიც მოძრაობდა კიატო-პირეას მარშრუტზე და ვერცხლის ისარზე, ნომრით 51, რომელიც თესალონიკი-ათენის რეისს ასრულებდა. ეს ორივე მატარებელი მოძრაობდა ერთსა და იმავე ხაზზე და კინაღამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მედიის ინფორმაციით, მატარებელმა 1313 დაარღვია წითელი შუქნიშანი და კინაღამ შეეჯახა მეორე მხრიდან მომავალ 51-ს. შეჯახების თავიდან აცილება მოხდა რამდენიმე წამში და ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით, რომელიც 1313-ის მემანქანეს უყვიროდა, რომ გაეჩერებინა მატარებელი. საბედნიეროდ, ისინი გაჩერდნენ.

ამ ფაქტის მიხედვით მარტივია ვიმსჯელოთ საბერძნეთის რკინიგზის სისტემის უსაფრთხოებაზე, ყველაფერი, ფაქტობრივად, შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და თითოეული ადამიანის ბედი, რომელიც მატარებელში ჯდებოდა და ჯდება, სწორედ შემთხვევითობის პრინციპით წყდება.

23 დეკემბრს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ფარდა ახლა აეხადა, გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ