fbpx
საბერძნეთი

მეოთხე დოზა და ვაქცინაცია ყოველ წელს – მატინა პაგონის ოპტიმისტური პროგნოზები

ათენი-პირეას საავადმყოფოების ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა, მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ოპტიმისტური პოზიცია დააფიქსირა ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფიქსირდება Omicron-ის გავრცელების შემთხვევები, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი მაინც აჩვენებს რეგრესს. მეორეს მხრივ, ნეგატიური ფაქტორი არის ის, რომ გარდაცვალებისა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანის ინდექსები კვლავ მაღალი რჩება. 

ამჟამინდელი მონაცემებით 25 დეკემბრიდან დაიწყება ეტაპობრივი შემცირება. რაც შეეხება ახალ შტამს, პაციენტები არ არიან ჰოსპიტალიზირებულნი ამ ვარიანტით და არ ფიქსირდება სიკვდილიანობა.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პლატფორმის გახსნის პირველ დღესვე დაინიშნა 20.000-სზე მეტი ვიზიტი 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრისთვის. ეს ნიშნავს, რომ მშობლები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რამდენად აუცილებელია მათი შვილების ვაქცინაცია.

ამას გარდა, აუცილებელია დავრწმუნდეთ იმაშიც, თუ რამდენად აუცილებელია მე-3 დოზის მიღება. მე-3 აცრა ორგანიზმს აძლიერებს. მეოთხე დოზას რაც შეეხება, დიდი ალბათობით ისიც დაგვჭირდება, თუმცა, სავარაუდოდ ზაფხულისთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ მესამე დოზით აცრა ანტისხეულებს 9 თვემდე გვინარჩუნებს. 

ზოგადად კი, აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვჭირდეს ყოველ წელიწადს, ისევე როგორც გრიპზე აცრის შემთხვევაში,” აცხადებს პაგონი.

onalem

ტესტ