fbpx
საბერძნეთი

ინციდენტი თესალონიკში: საკონდიტროში შესულმა ქალმა მეორეს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული ინციდენტი თესალონიკში, ნეა მადიტოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში მოხდა. სროლის შედეგად იქ მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ცეცხლი საკორდიტროში შესულმა ქალმა გახსნა და კონკრეტული სამიზნე ჰყავდა. გარდაცვლილი შუახნის ქალბატონია, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია სხვა დაშავებულების შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავემ იცოდა ვისთვის უნდა ესროლა და ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.

ადგილობრივების ცნობით, არცერთი მათგანი არ მუშაობს კონკრეტულ საკონდიტროში. საუბარია გარკვეულ უთანხმოებაზე, მაგრამ დეტალები გამოძიების შედეგად დადგინდება.

onalem

ტესტ