fbpx
საბერძნეთი

“წესები მარტივია, ვისაც აცრა არ უნდა, მთაში წავიდეს და მარტო იცხოვროს” – პროფესორი, გრიგორის გეროძიაფას

სორბონის უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის პროფესორი, გრიგორის გეროძიაფა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში აცხადებს, რომ საბერძნეთის მთავრობამ არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, მაგრამ არასწორად მიიჩნევს ამ ვალდებულების მხოლოდ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის დაწესებას, ვინაიდან თვლის, რომ პანდემიის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოხდება მასობრივი ვაქცინაცია.

“როგორ მოხდება ამ ვალდებულებისთვის საყოველთაო სახის მიცემა, ეს კონსტიტუციონალისტთა კომპეტენცია და საქმეა. არ შეგვიძლია ვისაუბროთ იძულებაზე, სადამსჯელო ზომების გარეშე. ადამიანებს, შედარებით მეტი ფინანსური შესაძლებლობებით, არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გაექცნენ კონკრეტულ ვალდებულებებს.

ყველა უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ საყოველთაო ვალდებულებაზე. მესმის, რომ ეს მკაცრი ზომაა, მაგრამ ხდება მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის გამო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესთვის ნემსის იძულებით გაკეთებას, მაგრამ ვინც აუცრელობას აირჩევს, ვერ შეუერთდება ნორმალურ სოციალურ ცხოვრებას. 

წესები მარტივია, ვისაც არ სურს აცრა, არ შეუძლია წავიდეს მთაში და მარტო იცხოვროს,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ