fbpx
კატეგორიის გარეშე

დღეიდან საბერძნეთში ამოქმედებული ცვლილებები – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

დღეიდან, 13 დეკემბრიდან, საბერძნეთში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ვაქცინაციისა და კორონავირუსის დაავადების დამადასტურებელ ცნობებს უკავშირდება.

*ექსპერტთა რეკომენდაციით, 18 წელს ზემოთ ასაკის ყველა ადამიანმა, რომელიც აცრილია ორჯერ, უნდა გაიკეთოს მესამე დოზაც, თუ მეორედ აცრიდან გასულია 3 თვე.

13 დეკემბრიდან, საზოგადოების კონკრეტული აცრილი ნაწილი კვლავ აუცრელად ჩაითვლება, თუ მეორედ აცრიდან 7 თვეა გასული და მე-3 დოზას არ მიიღებს.

კერძოდ, საუბარია 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებზე, რომელთაც მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვთ ორივე დოზა, მაინც გაუუქმდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, თუ მესამედაც არ აიცრებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე დოზის მიღებიდან გასულია 7 თვე.

დღეიდან 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომელთა მეორედ აცრიდან გასულია 7 თვე, არ შეეძლებათ შევიდნენ შემდეგ დაწესებულებებში:

გასართობი ცენტრები, სარესტორნო სფეროს დახურული სივრცეები, თეატრები, კინოები, მუზეუმები, გამოფენები, კონფერენციები, სპორტდარბაზები, საშობაო სეზონური პარკები.

ხოლო მაღაზიებში, სარესტორნო სფეროს ღია სივრცეებში (კაფეები, ტავერნები და ა.შ.) სილამაზის სალონებში, საჯარო და კერძო სექტორში (სამსახურებში), ეკლესიებსა და სხვადასხვა საჯარო სამსახურებში, ოფისებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის ქონის შემთხვევაში.

ასევე, ამ ასაკის ადამიანებს 16 იანვრიდან დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმებიც, თუ მანამდე 1-ელ დოზას მაინც არ მიიღებენ. იანვარში ეს ჯარიმა 50€ იქნება, ხოლო ყოველი შემდეგი თვე 100 ევროთი განისაზღვრება.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადების დამადასტურებელ ცნობას, მისი მოქმედების ვადა იქნება 3 თვე, ნაცვლად 6 თვისა. აღნიშნული ცნობის (სერთიფიკატის) აღება შესაძლებელია მხოლოდ მოლეკულური PCR ტესტის გაკეთების შემდეგ და აღარ გაიცემა Rapid ანუ სწრაფი ტესტის გაკეთების შედეგად.

onalem

ტესტ