fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი მთავარეპისკოპოს იერონიმეს შეხვდა – საერთო ძალისხმევა საყოველთაო ვაქცინაციისთვის

დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს, იერონიმეს შეხვდა. მათი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საყოველთაო ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობისთვის ხაზგასმა.

საბერძნეთის სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივი ძალებით ცდილობენ პანდემიასთან გამკლავებას და პარალელურად, კვლავ თანამშრომლობის საფუძველზე, ეცდებიან აღმოფხვრან დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემა, ასევე, ებრძოლონ მათ, ვინც მათ შორის დაძაბულობის გამოწვევას ცდილობს.

მთავარეპისკოპოსმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კირიაკოს მიცოტაკისა და განათლების მინისტრს, ნიკი კერამეოს, გულითადი თანამშრომლობისა და მრავალი ქრონიკული პრობლემის გადაჭრისთვის.

onalem

ტესტ