fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 25 წლის მამაკაცმა საკუთარ თავს შემთხვევით ესროლა და განაცხადა, რომ შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს, რომელმაც ცრუ ჩვენება მისცა და საკუთარ დაშავებას არარსებულ ყაჩაღებს აბრალებდა, თავად მოუწევს ბრალდებებთან გამკლავება.

საქმის მასალების მიხედვით, 25 წლის მამაკაცი, რომელიც შეკვეთის მიმტანად მუშაობს, ხელზე სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ვინაიდან საქმე ეხებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაშავებას, აუცილებელი იყო გამოძიება, თუ როგორ და რა მიზეზით ესროლეს მას.

ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ შეიარაღებული ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა და სწორედ ამ დროს დაშავდა. გამოძიების მსვლელობისას, პოლიციამ გარკვეული გარემოებები ერთმანეთს ვერ დაუკავშირა, შესაბამისად, გამოძიება მის სახლშიც ჩატარდა. საცხოვრებელ ბინაში იპოვეს როგორც იარაღი, ასევე სისხლის კვალი, რითაც დადასტურდა, რომ ის ცრუობდა.

დაშავებულმა საბოლოოდ აღიარა, რომ იარაღს ათვალიერებდა, რა დროსაც შემთხვევით გაისროლა და ტყვია ხელში მოხვდა, ხოლო ვინაიდან იარაღის შენახვა/ტარების უფლება არ ჰქონდა თავის გასამართლებლად, ცრუ ჩვენება მისცა.

onalem

ტესტ