fbpx
საბერძნეთი

რომელი დაწესებულებები არ გაიხსნება სადღესასწაულო პერიოდში საბერძნეთში?!

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას უკვე აქვს გარკვეული გეგმა, რა ეტაპების მიხედვით უნდა მოხდეს საბერძნეთში ზომების მოხსნა, დაწესებულებების ნაწილი უარს აცხადებს დროებით მუშაობაზე და ბიზნესმენები ამბობენ, რომ დაკეტილები დარჩებიან.

კერძოდ, კაფე-ბარების, ტავერნებისა და რესტორნების მფლობელთა გაერთიანება უარს ამბობს 15 დღიან მუშაობაზე და არ სურთ, რომ გაიხსნან საშობაოდ და შემდეგ, სადღესასწაულო პერიოდის დასრულებისთანავე ისევ დაიხურონ.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია უდიდეს ზარალთან, რომელიც მათ უკვე აქვთ და სახელმწიფოს, ამ მხრივ, მხარდაჭერას სთხოვენ.

ამრიგად, მუშაობას, სავარაუდოდ, დაიწყებენ მაღაზიები და ამუშავდება ვაჭრობა, თუმცა, სადღესასწაულოდ მოსახლეობა კაფეებისა და ტავერნების სტუმრობას ვერ შეძლებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა თქმით, კარანტინმა საბერძნეთში ვერ მოიტანა ისეთი შედეგები, როგორსაც ელოდნენ და სწორედ ამიტომ, ძალიან ადრეა, ვისაუბროთ კარანტინის მოხსნაზე.

 

onalem

ტესტ