fbpx
საბერძნეთი

რაფინას პორტში სამი გემის ღუზა ერთმანეთში გადაიხლართა – პანიკა 1,500 მგზავრს შორის

36 წლის ანტონის პირეას პორტში გარდაცვალების შემდეგ, გემებთან დაკავშირებული მორიგი ინციდენტი რაფინას პორტში ფიქსირდება. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში პატარა შეცდომაც შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდეს.

როგორც მედია იუწყება, რაფინას პორტში სამი გემის ღუზა ერთმანეთში გადაიხლართა, ზოგის დამჭერი გაწყდა, ხოლო გამომდინარე ქარის სიძლიერიდან, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთის ღუზამ გაანადგურა მეორე გემის პროპელერი.

სამივე გემზე ერთად 1,500-სზე მეტი ადამიანი იმყოფება, გავრცელდა ვიდეოც, როგორ აცხადებს კაპიტანი, რომ ინციდენტის გამო უნდა მოხდეს მგზავრების ევაკუაცია და ამ ყველაფერს 3-4 საათი მაინც დასჭირდება.

onalem

ტესტ