fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში გაჩერებაზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა ორმაგ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვინაიდან მძღოლზე ძალიან ბევრი ადამიანის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. როგორც მედია იუწყება, დღეს შუადღეს თესალონიკში ორი ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, საუბარია ნომრებზე 51 და 9.

ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, ავტობუსები გაჩერებაზე შეეჯახნენ ერთმანეთს. როდესაც ნომერმა 51-მა გააჩერა და შემდეგ დაიძრა, მეორე, უკან მომავალმა ნომერმა 9-მ დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და შეეჯახა.

მომხდარმა საკმაო მატერიალური ზარალი გამოიწვია, ორი ადამიანი კი, მსუბუქად დაშავდა. პრევენციის მიზნით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ