fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

გარდაცვლილთა რეკორდული რიცხვი დღეს საბერძნეთში – უპრეცენდენტო მონაცემები

საბერძნეთში დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-მა 108 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი 2311-ს უდრის, ხოლო რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა 522-მდეა გაზრდილი. მათი საშუალო ასაკი 65 წელია.

პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსით დაიღუპა 1527 ადამიანი, ხოლო 460-მა პაციენტმა რეანიმაციიდან გამოსვლა და გამოჯანმრთელება შეძლო.

onalem

ტესტ