fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვაჭრობა შეკვეთით და ვიზიტის დანიშვნით – ახალი ზომა, რომლის მიღებასაც საბერძნეთის მთავრობა აპირებს

“ჩვენ ეკონომიკას ძალიან ფრთხილად ავამუშავებთ. ვასილის კიკილიასმა მიიღო შესაბამისი ზომები, მაგრამ როდესაც თესალონიკის მოსახლეობის 30% არის ინფიცირებული და პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აწყობენ წვეულებებს, რამდენი საწოლიც უნდა დავამატოთ, წინ ვერ წავიწევთ,” აცხადებს საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან.

“რაც შეეხება ეკონომიკას, პირველ ეტაპზე ვვარაუდობთ სეზონური ნივთების მაღაზიების გახსნას. ასევე, სათამაშოების მაღაზიების, რადგან ეს დაწესებულებები განსაკუთრებით დაზარალდნენ ამ პერიოდში. ნებისმიერი დაწესებულება, რომელიც გაიხსნება, იმუშავებს წესების მკაცრი დაცვით, აქ იგულისხმება პირბადე, დისტანცია, ხალხის შეზღუდული რაოდენობა.

ერთ-ერთი ახალი ზომა, რომლის მიღებაც იგეგმება, არის ვაჭრობა click away-ს გზით, ანუ მომხმარებელი მაღაზიაში შეუკვეთავს პროდუქტს, შეკვეთა მომზადდება და შემდეგ დაინიშნება შეხვედრა/ვიზიტი მის წამოსაღებად და სწორედ ამის შემდეგ მივა მომხმარებელი ადგილზე პროდუქტის მისაღებად. ამ გზით შემცირდება მაღაზიის შიგნით ხალხის რაოდენობა.

ის დაწესებულებები, რომლებშიც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, არ გაიხსნებიან უახლოეს კვირებში, არამედ მოგვიანებით.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ვაქცინა საბერძნეთში იქნება დეკემბრის შუა რიცხვებში, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკის გახსნისთვის,” აცხადებს გეორგიადისი.

onalem

ტესტ