fbpx
საბერძნეთი

ფახლავა – დესერტი, რომელის წარმოშობაზეც ბერძნები და თურქები საუკუნეებია დაობენ

ბერძნები და თურქები უკვე საუკუნეებია დაობენ, თუ ვისია ცნობილი, უგემრიელესი დესერტი, ფახლავა და რა ისტორია აქვს მას.

ამ დესერტის ისტორია ნამდვილად საკამათოა და სამწუხაროდ, არც ისე არგუმენტირებული და დოკუმენტირებული, რომ საბოლოოდ, გადავწყვიტოთ, ბერძნულია თუ თურქული ის. ბერძნებისა და თურქების გარდა, ახლო აღმოსავლელებიც კი “იჩემებენ” ფახლავას, რაც მსჯელობას კიდევ უფრო ართულებს.

ფახლავას “კონფლიქტი” მუდმივად აქტიური იყო, მაგრამ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა მაშინ, როდესაც 2006 წელს კვიპროსელებმა ის თავიანთად გამოაცხადეს, ეს კი, თურქეთისთვის ცალსახა სასჯელი იყო. თურქეთმა, როგორც ევროკავშირში შესვლის მსურველმა, 2013 წელს ეს საკითხი ბრიუსელშიც კი დააყენა და ევროკავშირმა მას “დაცული სტატუსის” პრიზი მიანიჭა, რამაც ბერძნების “თაფლიანი ოცნებები” დაანგრია.

როგორია სინამდვილეში დესერტის ისტორია?!

ერთ-ერთი ვერსიით, ფახლავა ძლევამოსილი ასურელებისგან წარმოიშვა, რომლებიც მას ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ამზადებდნენ, უფუარი ცომით, დაჭრილი თხილითა და თაფლით და შემდეგ სახელდახელო შეშის ღუმელში აცხობდნენ. ცხადია, თანამედროვე ფახლავამ უამრავი ცვლილება განიცადა, რადგან ათასწლეულებმა თავისი გავლენა მოახდინეს ამ ტერიტორიაზე.

ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, ბალკანეთი, კავკასია: თურქები, ბერძნები, არაბები, ებრაელები, სომხები და ბულგარელები, რომლებიც დღეს ფახლავას საკუთარს უწოდებენ, ერთ დროს ყველა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ამას გარდა, ამბობენ, რომ ბერძენმა მეზღვაურებმა, რომლებიც მოგზაურობდნენ მესოპოტამიაში, აღმოაჩინეს ფახლავის ინგრედიენტები და შემდეგ რეცეპტი საბერძნეთში ჩამოიტანეს და ოდნავ შეცვალეს. ამრიგად, ბერძნები ამზადებდნენ ცომს ძალიან თხელ ფენებად, ხოლო ასრულების ცომი ბევრად უხეში იყო.

ზოგიერთი ისტორიკოსი კი, ამტკიცებს, რომ ფახლავას ბერძნული ფესვები აქვს და მას ძველად “გასტრინი” ერქვა. ამერიკელი ჟურნალისტი, ჩარლზ პერი ამბობს, რომ ფახლავა უდაოდ თურქული დესერტია, მისი დამზადების ტექნიკა კი ცენტრალური აზიისა და სპარსული ელემენტების კულინარიული შერწყმაა.

 

onalem

ტესტ