fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აღმოჩნდა, რომ ბავშვს საგადასახადოში 10.000 ევრო ჰქონდა ვალი მანამდე, ვიდრე დაიბადებოდა

ეს დაუჯერებელი, მაგრამ ბერძნული ამბავია… აღმოჩნდა, რომ ბავშვს, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო, საგადასახადო სამსახურში 10.000 ევრო ჰქონდა ვალი.

ყველაფერი გასულ ზაფხულს დაიწყო, როდესაც 36 წლის ქალმა საგადასახადოდან მიიღო შეტყობინება, რომ მის ჯერ კიდევ არ დაბადებულ შვილს დაკისრებული ჰქონდა ვალი, 10.000 ევროს ოდენობით, რის გამოც იძულებული გახდა, რომ სასამართლოსთვის მიემართა, რათა პრობლემა გადაეჭრა. ვალი, როგორც ირკვევა, ბავშვის სახელზე ირიცხებოდა იმიტომ, რომ ბებიის ერთადერთ მემკვიდრედ ითვლებოდა, ქალი კი, გარდაცვლილია.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების საჩივარი დაგვიანებით შევიდა, სასამართლომ დააკმაყოფილა მემკვიდრეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, ვინაიდან როდესაც ბავშვს ვალი ოფიციალურად დაეკისრა, ქალი ჯერ თვის ფეხმძიმე იყო, შესაბამისად, ბავშვი, რომელსაც საგადასახადო სამსახურის 10.000 ევრო მართებდა, ჯერ დაბადებულიც კი არ იყო.

შესაბამისად, დღეს მშობლებს უკვე ყველანაირი უფლება აქვთ, მიმართონ საგადასახადო სამსახურს და ვალის წაშლის პროცედურა დაიწყონ.

 

onalem

ტესტ