fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“ჯარიმები, თუ ადგილები არის და მოქალაქეები პირად ექიმებთან არ დარეგისტრირდებიან” – მარიოს თემისტოკლეუს

“პირადი ექიმი არა მხოლოდ მედიკამენტებსა და დანიშნულებას გვიწერს, არამედ შეუძლია რჩევები მოგვცეს ზოგადი, ჯანსაღი ცხოვრების თვალსაზრისით. 20 სექტემბრიდან ვიზიტების რაოდენობა გაიზრდება და მოქალაქეებს პრობლემა აღარ ექნებათ მათ რაოდენობაზე, იქნება ათასობით თავისუფალი ვიზიტი, რომელთა დანიშვნაც შეეძლებათ. მათი განხორციელება კი, 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

ჩვენ გვესმის, რომ კუნძულებზე სიტუაცია განსხვავებულია, ექიმების დეფიციტი არსებობს. სანამ სისტემა მთლიანად ჩამოყალიბდება, ჯარიმები არ იარსებებს, თუმცა, მომავალში, თუ თავისუფალი ადგილები იქნება ექიმებთან და მოქალაქეები რეგისტრაციას არ გაივლიან, დაეკისრებათ ჯარიმები.

ჩვენ არ ვცდილობთ გავაფუჭოთ უკვე არსებული ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის, რადგან ყველას შეუძლია დარჩეს იმ ექიმთან, რომელიც ჰყავდა. არ არის მისი შეცვლა სავალდებულო.

უკვე სამი მილიონი მოქალაქეა დარეგისტრირებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მხოლოდ ატიკაში შევიდა 500.000 განაცხადი. რაც შეეხება ექიმების ხელფასს, საკმაოდ გავზარდეთ და თუ საჭირო გახდება, კიდევ გავზრდით,” ამბობს საბერძნეთის პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ.

შეგახსენებთ, რომ პირადი ექიმის არჩევა მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ელექტრონული სისტემით, ასევე აფთიაქებში.

onalem

ტესტ