fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილის სიკვდილის გამო ბოდიშიც არ მომიხადა” – 6 წლის ამელიას დედა მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია

საზოგადოება შეძრა კორინთოში 6 წლის ამელიას გარდაცვალებამ. მისი საკუთარი მამა უყურებდა, როგორ იხრჩობოდა ბავშვი და არაფერი მოიმოქმედა. გოგონას დედა პირველად საუბრობს ღიად მედიასთან ამის შესახებ და აშკარაა, რომ ქალი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ერთი თვის დაშორებული იყო, ვიდრე გოგონა დაიღუპებოდა. ქალმა განქორწინების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მამა კი შვილს დროგამოშვებით ნახულობდა.

“12 საათისთვის ბავშვი წაიყვანა და წავიდა. რამდენიმე საათში დავურეკე, რომ მეკითხა, რას აკეთებდნენ და მითხრა: “ბავშვს შენ უკეთ აქცევ ყურადღებას, ვიდრე მე?!” და გამითიშა. რამდენიმე ხანში მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს შვილს ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ,” ამბობს ქალი. ის იმასაც დასძენს, რომ მამაკაცმა ერთხელაც კიარ მოუხადა ბოდიში მომხდარის გამო.

როგორც ამელიას მამამ ჩვენების მიცემისას თქვა, ასთმა აქვს და ვერ შეძლო წყალში ჩაყვინთვა, რომ შვილი გადაერჩინა. ქალი კი, სიმართლის დადგენას ითხოვს.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ