fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მიყვარხარ იმისთვის, რაც ხარ!” – მილოცვა 43 წლის იუბილეზე თამთას მისი ქალიშვილისგან

როგორც უკვე ცნობილია, თამთას 10 იანვარს 43 წელი შეუსრულდა და უამრავი მილოცვა მიიღო მეგობრების, მსმენელისგან და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისგანაც. არაჩვეულებრივ მომღერალს იუბილე მიულოცა მისმა 28 წლის ქალიშვილმა ანიმაც, რომელიც დედას ძალიან ჰგავს და ერთად დებივით გამოიყურებიან.

ანიმ სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო ატვირთა, სადაც დედას უწერს: “მიყვარხარ იმისთვის რაც ხარ”, “მიყვარხარ, რომ მყავხარ”.

თამთა ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავს, რომ გარდა დედისა, თავისი ქალიშვილისთვის კარგი მეგობარიც არის: “დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ ძალიან ძვირფასია. რაიმე განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, მივდივართ ყავის დასალევად, კინოში, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება აწუხებდეს. რა თქმა უნდა, ხანდახან დედის როლი უფრო წინ მოდის, რადგან აქ მუშაობს შვილის დაცვის ფაქტორიც,” ამბობს თამთა.

onalem

ტესტ