fbpx
კატეგორიის გარეშე

ფისტა კუნძულ ეგინადან მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა!

როგორც Taste Atlas იუწყება, კუნძულ ეგინას ფისტა მსოფლიოში საუკეთესო თხილად დასახელდა. გლობალური კვების ატლასი საბერძნეთს ხშირად “სტუმრობს” იმ მხრივ, რომ რომელიმე ბერძნული კერძი აუცილებლად იკავებს მოწინავე პოზიციებს მსოფლიო სამზარეულოში.

ეგინას ფისტამ მოიპოვა 4,7 ქულა და უკან მოიტოვა მრავალი სხვა თხილი, რომელიც ათიათასობით წლის მანძილზე იყო გაშენებული თურქეთსა და სიცილიაში.

როგორც Taste Atlas წერს, აღნიშნული სახეობა კუნძულ ეგინაზე 19-ე საუკუნის ბოლოდან შენდებოდა და პირველი პლანტაციები 1896 წელს გიორგოს პეროღლუმ გააშენა, რომელმაც თესლი სირიიდან ჩამოიტანა.

კუნძულ ეგინაზე არსებული კლიმატური პირობები და ნიადაგის შემადგენლობა ფისტას განსაკუთრებულ არომატს აძლევს, რაც ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. აღნიშნული მიწისთხილის მოსავლის აღება იწყება აგვიტსოს თვეში.

onalem

ტესტ