fbpx
კატეგორიის გარეშე

რა მდგომარეობაა დღეს ათენში? სად მძვინვარებს ხანძარი ამ დროისთვის?

სახანძრო სამსახურის ტიტანური შრომის შედეგად, რომელიც ხორციელდებოდა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით, ვარიბობიში დღეს უკეთესი მდგომარეობაა. ხანძარი კონტროლის არეშია მოქცეული და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კერები, მაშველები ადგილზე კვლავ მუშაობენ და მათი შეკავება შესაძლებელია.

განადგურებულია ათობით სახლი, მოსახლეობის ნაწილი საკუთარი საცხოვრებლის სანახავად მთებიდან იპარება, რადგან იქ მისასვლელი გზები გადაკეტილია და პოლიცია გადაადგილების უფლებას არ აძლევთ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია 80 სახლი.

ათენის ცაზე დილის საათებშიც კვამლის საკმაოდ დიდი ღრუბელი იყო, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს სურათი ბევრად უკეთესია. აღნიშნულს სახანძრო სამსახურიც ადასტურებს.

გარდა ამისა, ამ დროისთვის საკმაოდ მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ევიას ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ძალიან ახლოს მივიდა ერთ-ერთ მონასტერთან და შესაბამისად, მოხდა ბერების ევაკუაცია.

onalem

ტესტ