fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელმაც 11 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩასვა, რადგან პირბადე არ ეკეთა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელმაც 11 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩასვა, მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვს პირბადე არ ეკეთა.

როგორც ირკვევა, პოლიციაში საჩივარი ბავშვის მშობლებმა შეიტანეს. მცირეწლოვანი ავტობუსში ავიდა, მაგრამ ვინაიდან მძღოლმა დაინახა, რომ პირბადე არ ეკეთა, ბავშვი აიძულა, რომ დაუყოვნებლივ დაბლა ჩასულიყო.

საბერძნეთში საჯარო ტრანსპორტში ჯერ კიდევ სავალდებულოა პირბადის ტარება, თუმცა, მოქმედი ზომების მიუხედავად, პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ავტობუსის მძღოლი ამ  მიზეზით დააკავეს.

onalem

ტესტ