fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ტაქსის მძღოლს, რომელიც უსინათლო გოგონას ძაღლის გამო არ მოემსახურა

საბერძნეთში პირველად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ტაქსის პროფესიონალ მძღოლს, რომელმაც უარი თქვა უსინათლო გოგონას მომსახურებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, ვაგელის ავღულასი, რომელიც თავადაც უსინათლოა და სასამართლო პროცესზე გოგონას ახლდა. ის აღნიშნავს, რომ ტაქსის მძღოლმა უსინათლო გოგონას მომსახურებაზე უარი უთხრა და მანქანაში არ ჩაისვა, ვინაიდან თან ჰყავდა ძაღლი, რომელიც სპეციალურად არის გაწვრთნილი, რომ პატრონს გადაადგილებაში დაეხმაროს.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამაგალითოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის წინ წამოწევა, ვინაიდან ბევრი პრობლემის წინაშე დგებიან უსინათლო ადამიანები, რომლებიც ძაღლების თანხლებით გადაადგილდებიან.

 

onalem

ტესტ