fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკის რეგიონში მიღებული ზომები ნარჩუნდება – დღესაც საგანგაშო მაჩვენებლები

18:00 საათზე, საგანგებო გამოსვლის ფარგლებში, სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, რომ ატიკის რეგიონში მიღებული ზომები კვლავ ნარჩუნდება, ხოლო პაროსსა და ანტიპაროსზე მოხსნილად გამოაცხადა.

კერძოდ, ატიკის რეგიონში ძალაშია შემდეგი წესები:

დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში.

დისტანციის დაცვა სანაპიროებზე.

ფესტივალების, პანიგირების აკრძალვა.

მოხუცთა მოსავლელი ცენტრებისა და თავშესაფრების სტუმრობის აკრძალვა.

9 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.

დისტანციის დაცვა იმიგრანტთა ბანაკებში.

საბერძნეთში დღეს გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 287 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 3 ფაქტი.

ახალი ზომები დღეიდან დაწესდა იმათიას, პელას და პიერიას და კილკის ტერიტორიებზეც.

 

onalem

ტესტ