fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გათბობის დახმარება 100-დან 1,600 ევრომდე – სისტემა განაცხადების გასაკეთებლად გაიხსნა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში გაიხსნა სისტემა მათთვის, ვისაც სურთ, რომ გათბობის დახმარების (შემწეობის) მიღებისთვის განაცხადი გააკეთონ. როგორც ირკვევა, ეს შესაძლებლობა 9 დეკემბრამდე იარსებებს, თანხების ჩარიცხვის ვადა კი, 21 დეკემბრამდეა.

დახმარების რაოდენობა, რომელიც შეიძლება მიიღოთ, განისაზღვრება 100-დან 1,600 ევრომდე, იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ და რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ დახმარების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით, იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტად ცივა, 25%-ით მეტი იქნება.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმაზე: https://www1.aade.gr/gsisapps5/myThermansi/#!/home, საჭიროა თქვენი საგადასახადო იდენტიფიკაციის ნომერი (ΑΦΜ) და სხვა ინდივიდუალური მონაცემები.

იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ, შეგიძლიათ თუ არა განაცხადის გაკეთება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, მიმართეთ პირად ბუღალტერს.

onalem

ტესტ