fbpx
საბერძნეთი

ძლიერი წვიმა და ქარი საბერძნეთში – სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსახლეობას მომდევნო 48 საათის შესახებ

სინოპტიკოსთა ცნობით, მომდევნო სამი დღე საბერძნეთში განსაკუთრებით წვიმიანი იქნება და 48 საათის მანძილზე მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს კონკრეტულ ტერიტორიებზე, უვხი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო.

როგორც საკის არნაუტოღლუ იუწყება, საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიებზე მოსალოდნელია წვიმა, განსაკუთრებით ოთხშაბათსა და ხუთშაბათს და “დაზარალდება” ცენტრალურ და ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, მთიან ტერიტორიებზე კი, მოსალოდნელია თოვაც კი.

რაც შეეხება ტემპერატურას, დაეცემა სეზონისთვის დამახასიათებელზე შედარებით დაბლა, ქარის ძალა კი, 6-დან 7 ბალამდე მოიმატებს, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი, 8 ბალს მიაღწევს.

ხვალ ამინდის გაუარესება დასავლეთიდან დაიწყება, შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება დანარჩენ რეგიონებში, საღამოსთვის ფენომენი გაქტიურდება სამხრეთ საბერძნეთშიც და ზოგადად, კუნძულებზე.

onalem

ტესტ