fbpx
საბერძნეთი

“საყოფაცხოვრებო კალათი” – პლატფორმა, რომელზეც პროდუქტების ჩამონათვალსა და ფასების კატალოგს ვიხილავთ

უკვე ცნობილია “საყოფაცხოვრებო კალათის” შესახებ, რომელიც საბერძნეთში კონკრეტულ პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ამუშავდა პლატფორმა, რომელზეც მოცემულია სუპერმარკეტების ქსელები, პროდუქტთა დასახელებები და ფასების კატალოგი, შესაბამისად, მოსახლეობას შეუძლია, რომ შევიდეს და გადახედოს სიას, შემდეგ კი, საყიდლების რიცხვი და საერთო ღირებულება განსაზღვროს.

საუბარია პლატფორმაზე, https://e-katanalotis.gov.gr/householdBasket, სადაც წარმოდგენილია სუპერმარკეტების 13 ქსელი, არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ შეგიძლიათ გადახედოთ იმ სუპერმარკეტის სიას, რომლითაც სარგებლობთ და ახლოს არის თქვენთან. თითოეულის მონიშვის შემდეგ გიჩვენებთ პროდუქტთა დასახელებებსა და საფასურს, რომლებიც ამ კონკრეტულ ქსელში შედის “საყოფაცხოვრებო კალათში”

როგორც ადონის გეორგიადი აცხადებდა, აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე განსხვავებას სულ მალე ნახავს და ძირითადი პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით სირთულეები შედარებით შემსუბუქდება.

onalem

ტესტ