fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება საბერძნეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით – ნახეთ დეტალები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში ალხახანს შევიდა და შესაბამისად, აუცილებელია იმ დეტალების დაზუსტება და განმარტება, რომლებიც მოგზაურობას ეხება.

კერძოდ, ვინაიდან გახანგრძლივდა ვაქცინაციის სერთიფიკატების მოქმედების ვადები, ავიაციის სააგენტო იუწყება, რომ აღნიშნული შეეხება მოგზაურობასაც და დაშვებული იქნება საბერძნეთის საზღვრის კვეთა იმავე ცვლილებების შესაბამისად.

  • ვინც ვაქცინირებულია და ფლობს ვაქცინაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს, საბერძნეთის საზღვრის კვეთა შეეძლება აღებიდან (მეორედ აცრიდან) 9 თვის მანძილზე, აღნიშნული სერთიფიკატით, ნაცვლად 7 თვისა, როგორც ეს აქამდე იყო ძალაში.
  • ვინც ფლობს კოვიდით დაავადების სერთიფიკატს, შეეძლება საბერძნეთის საზღვრის კვეთა ამ დოკუმენტით მისი აღებიდან 6 თვის მანძილზე, ნაცვლად, 3 თვისა.
  • ყველას, ვინც არ არის ვაქცინირებული და არც კოვიდით დაავადების სერთიფიკატს ფლობს,კვლავ მოეთხოვება წარადგინოს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი (მისაღებია როგორც PCR, 72 საათიანი, ასევე Rapid, 24 საათიანი).
  • აღსანიშნავია, რომ უვადოა მათი ვაქცინაციის სერთიფიკატები, ვისაც მიღებული აქვს ვაქცინის მე-3, გამაძლიერებელი დოზა.

კვლავ სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც აეროპორტების ტერიტორიაზე, ასევე ბორტზე, მთელი მგზავრების მანძილზე.

onalem

ტესტ