fbpx
საბერძნეთი

ზვიგენები ევიას, პელოპონისოს, კინეტას, ზაკინთოს წყლებში – რა ხდება 2023 წელს საბერძნეთში მტაცებელი თევზის მომრავლების კუთხით

რაც უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ბერძნული მედიის აქტიური განხილვის საგნად იქცა ზვიგენების თემა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში დააფიქსირეს.

ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც საკმაოდ მოზრდილი ზომის ზვიგენი ზაკინთოს წყლებში შენიშნეს, ის მშვიდად მიცურავდა პორტის გარეთ, ნავის გვერდით. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, ზვიგენები დააფიქსირეს ევიას, ამარინთოს, პელოპონისოს და კინეტას წყლებშიც.

შეიძლება, ჩვენ გვეჩევენება, რომ ისინი “მომრავლდნენ”, რადგან ბოლო დროს ხშირად გვესმის მათი გამოჩენის შესახებ, მაგრამ ბერძენი მკვლევარები აცხადებენ, რომ ზვიგენები ახლა, ასე უეცრად არ გამოჩენილან, ყოველთვის ცხოვრობდნენ ეგეოსის ზღვაში და ბერძნული წყლები საკუთარ სახლადაც მიაჩნიათ.

კონკრეტულად ზაკინთოზე აღმოჩენილ ზვიგენს რაც შეეხება, როგორც ირკვევა, ის საერთოდ არ იყო აგრესიული და მშვიდად მიცურავდა, თუმცა, ცხადია, ასეთი დასკვნების გამოტანა მაინც რთულია, შესაძლოა, ზვიგენს უბრალოდ არ ჰქონდა გარემო პირობები საკუთარი ინსტინქტების გამოსავლენად. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ ზვიგენის ეს კონკრეტული სახეობა სანაპიროებთან ახლოს არ მიდის.

 

onalem

ტესტ