fbpx
საბერძნეთი

“ტესტი ისევ დადებითია, შემეძლო წავსულიყავი დღეს პარლამენტში და კოლეგებიც დამეინფიცირებინა” – ალექსის ციპრას

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის ყოფილი პრემიერი, ალექსის ციპრა კორონავირუსით არის დაავადებული და ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

ჩანს, რომ ციპრა ამჯერად საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკრიტიკებს და წერს:

“5 დღიანი ავადმყოფობის შემდეგ, ΕΟΔΥ-ს მიხედვით, შემეძლო წავსულიყავი პარლამენტში და ვირუსი კოლეგებისთვის გადამედო, რადგან ჩემი ტესტი ჯერ კიდევ დადებით პასუხს აჩვენებს. მე ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ბევრი სხვა, ამ მდგომარეობაში, ვალდებულია, დაბრუნდეს სამსახურში, რაც უნდა მოჰყვეს ამას,” წერს ციპრა.

საუბარია ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც სრულიად ასიმპტომატურ, ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომ იზოლაციიდან გამოვიდნენ ვირუსის დადგენიდან 5 დღეში, თუმცა, პარალელურად პირბადე ატარონ. ყოფილი პრემიერი არ ეთანხმება აღნიშნულ დებულებას და თვლის, რომ მისი საზოგადოებაში გასვლა ჯერ კიდევ საფრთხის შემცველია.

onalem

ტესტ