fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინაციის ნახევარ მილიონზე მეტი სერთიფიკატი უქმდება – ვის ეხება?!

როგორც უკვე ცნობილია, 1 თებერვლის შემდეგ საბერძნეთში ვაქცინაციის სერთიფიკატები უქმდება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც მეორე დოზა 7 თვის წინ აქვს მიღებული. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე-3 დოზასაც არ გაიკეთებენ.

მარიოს თემისტოკლეუს განცხადებით, ნახევარ თვეში, ამჟამინდელი მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტ სერთიფიკატს ემუქრება გაუქმება, რადგან ჯერჯერობით ამ ადამიანთა ვიზიტები არ არის დანიშნული მესამედ აცრისთვის, წინა აცრიდან კი 7 თვეა გასული.

ამჟამად არსებული რეკომენდაციით მეორე დოზის მიღებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ უკვე შესაძლებელია მე-3 დოზის მიღებაც, იმუნიტეტის სრული გაძლიერებისთვის, ხოლო მე-4 დოზის გაკეთების რეკომენდაცია არსებობს მხოლოდ იმუნოდეფიციტის მქონე პირებისთვის.

ამრიგად, ნახევარ მილიონამდე ადამიანი, რომელიც 1 თებერვლამდე არ აიცრება, ავტომატურად კვლავ აუცრელად ჩაითვლება და ვეღარ ისარგებლებს ყველა იმ პრიორიტეტით, რომელიც ვაქცინაციის სერთიფიკატს აქვს (დახურულ სივრცეებში შესვლა და ა.შ.).

ასევე შეგახსენებთ, რომ კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატის მოქმედების ვადა 6-დან 3 თვემდეა შემცირებული.

onalem

ტესტ