fbpx
ეკონომიკა

ყურადღება! კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა იანის იკონომუმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შემცირდა გადასახადები და სადაზღვევო შენატანები, შესაბამისად, გაიზრდება მინიმალური ხელფასის ზღვარი.

საერთო ჯამში, 2019-2022 წლებში მინიმალურმა სუფთა ხელფასმა (IKA-ს გარეშე) 547 ევროდან 569 ევრომდე მოიმატა. მიცოტაკის გეგმის მიხედვით, მინიმუმის ზრდა 2022 წლის პირველ 6 თვეში უნდა მოხდეს და ყველაზე გვიან 1 ივნისიდან შევა ძალაში.

ფაქტობრივად, იგეგმება, რომ მინიმალური ხელფასი 8 საათიან სამსახურში, დაზღვევის ჩათვლით, უნდა იყოს 700 ევრო, რაც ახლა 663 ევროა

კირიაკოს მიცოტაკი დღეს, 23:45 საათზე, ნიკოს ხაძინიკოლაუსთან ინტერვიუში ამ საკითხს დეტალურად გაშლის.

onalem

ტესტ