fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი – მსოფლიოში ყველაზე რთული ქვეყანა ბიზნესის წამოსაწყებად

Global Business Complexity Index-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საბერძნეთი ბიზნესის წამოსაწყებად მსოფლიოში ყველაზე რთულ ქვეყნად სახელდება. ამის მიზეზია, პირველ რიგში, ბერძნული ბიუროკრატია, კანონმდებლობის ხშირი ცვლა, საშემოსავლო გადასახადი და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მიმართ არაპროგნოზირებადი მოპყრობა.

კვლევა ჩატარდა 76 ქვეყანას შორის და შედეგების მიხედვით, საბერძნეთის შემდეგ მომდევნო ხუთ ადგილს ინდონეზია, ბრაზილია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ბოლივია და სლოვაკეთი იკავებენ. ყველაზე მარტივი კი ბიზნესის საკეთებლად კაიმანის კუნძულები აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანეთის საკუთრებას წარმოადგენს კარიბის ზღვაში.

უცხო არ არის, რომ საბერძნეთში კუნძულები დამოუკიდებლად ფუნქციონიერებენ, რაც ნიშნავს, რომ აქვთ განსხვავებული კანონმდებლობა, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. ეს კი საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ბერძნულ კანონმდებლობაში მუდმივად შეაქვთ ცვლილებები. კანონები კი ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთსაც კი, ამის პარალელურად კი ბიზნეს დაწესებულებამ არ იცის, რომელს ექვემდებარება და რომელს არა.

onalem

ტესტ