fbpx
საზოგადოება

როგორი იქნება ომონია?! დაუჯერებელი ცვლილებები, რომელიც მზად სულ მალე იქნება

ცვლილებები და განახლებული ინტერიერი, რომელსაც ათენის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ელის, სულ მალე იქნება მზად. მათთვის, ვისაც ომონიაზე ხშირად უწევს მოხვედრა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო გახდება.

მთავარი სკვერი, ომონიის შუაში, ზაფხულის პირველივე თვეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადამდელი არჩევნები პროცესს ოდნავ გააჭიანურებს.

სკვერზე, რომელიც 4.500 კვადრატულ მეტრზე გადაიჭიმება, განთავსდება შადრევნები, ისეთი, როგორიც იყო 1992 წლამდე და შემდეგ გააუქმეს, რადგან მეტროსთან დაკავშირებულ სამუშაოებს ხელს უშლიდა. ამ ყველაფერმა კი მოსახლეობა ძალიან დაამწუხრა.

ომონია წლების მანძილზე იყო და რჩება შეხვედრის მთავარ ადგილად, რომლის მიგნებაც ყოველთვის ყველაზე მარტივია. სადაც განთავსებულია ყველაფერი, რაც კი შესაძლოა ადამიანს ყოველდღიურობაში დასჭირდეს.

 

 

 

onalem

ტესტ