fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი, საქართველო, კვიპროსი – ევროვიზია 2019-ის პირველ ნახევარფინალში!

ევროვიზია 2019-ის კონკრეტული ვადები და ქვეყნების განაწილების პრინციპი უკვე ცნობილია. კონკურსი თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. შესაბამისად, 14 და 16 მაისს ნახევარფინალები, ხოლო 18 მაისს ფინალი.

ქართველებისთვის წლევანდელი ევროვიზია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ქართველი მომღერალი, თამთა გოდუაძე, კვიპროსის სახელით გამოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის, საქართველოსა და კვიპროსის წარმომადგენლები პირველ ნახევარფინალში გამოვლენ. კვიპროსი პირველ ნაწილში, ხოლო საქართველო და საბერძნეთი მეორე ნაწილში.

კერძოდ, პირველი ნახევარფინალი ასე გამოიყურება:

პირველი ნაწილი 

სლოვენია

ბელარუსი

ჩეხეთი

მონტენეგრო

კვიპროსი

სერბეთი

ფინეთი

პოლონეთი

უნგრეთი

მეორე ნაწილი

ესტონეთი

პორტუგალია

სან მარინო

ისლანდია

საქართველო

ავსტრალია

ბელგია

უკრაინა

საბერძნეთი

onalem

ტესტ