fbpx
რელიგიასაზოგადოება

ბერძენ ეპისკოპოსს გეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

საბერძნეთის სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, ეპისკოპოსს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კალავრიტას ეპისკოპოსი ამბროსი 2015 წელს ანტი-გეი ბლოგ-პოსტებისგამო დასაჯეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ სასულიერო პირმა დაარღვია კანონები რასიზმის წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა თავისი მაღალი იერარქიული პოზიცია.

2015 წელს ეპისკოპოსი წერდა, რომ ლგბტ თემის წევრები ადამიანები არ არიან და ისინი ბუნების შეცდომას წარმოადგენენ.

“არ გაიაროთ მათთან ახლოს, არ მოუსმინოთ მათ, არ დაუჯეროთ, ისინი საზოგადოების დაწყევლილი წევრები არიან”, – ამბობდა ეპისკოპოსი ამბროსი.

სამმა მოსამართლემ ეპისკოპოსის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ანონიმურად გამოიტანა.

იურისტი ქლეიო პაპანდოლეონი, რომელიც იმ ლგბტ ადამიანებს წარმოადგენდა, ვინც ეპისკოპოსს უჩივლა, თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციული და სიძულვილის შემცველი განცხადებებისთვის ლიმიტს აწესებს.

onalem

ტესტ