fbpx
საზოგადოება

კრიზისის პერიოდმა 15.000 ბერძნული ოჯახი “დაანგრია”

ELSTAT აქვეყნებს კვლევას, რომელიც უკავშირდება საბერძნეთში, კრიზისის პერიოდში არსებულ მდგომარეობას. რამდენი წყვილი განქორწინდა და დაქორწინდა, რამდენი წყვილი ცხოვრობს ერთად და ცალ-ცალკე და ა.შ. ფაქტი ერთია, დემოგრაფიული მდგომარეობა არ უმჯობესდება.

კერძოდ, 2007 წლიდან 2017 წლამდე მარტო მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი 31%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ოჯახების რაოდენობა, რომელთაც შვილი არ ჰყავთ, 25.2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან ოჯახები შვილებით – 21.9%. ეს მაჩვენებელი კი 2007 წელს 23.3%-ს შეადგენდა.

მეოთხე ადგილზე არიან წყვილები, რომლებიც არც დაქორწინებულები არიან და არც შვილი ჰყავთ – 15.7%.

ოფიციალური მონაცემებით, 1993 წლიდან (62.195) ქორწინებათა რაოდენობა 2017 წლისთვის 50.138-ზე დაეცა. გაიზარდა განქორწინებების რიცხვი – 7,725-დან 13.494-მდე. გამოდის, რომ კრიზისის პერიოდში საშუალოდ 15.000 წყვილი განქორწინდა.

ბოლო დროს სამოქალაქო ქორწინება ბევრად პოპულარული გახდა, 2016 წელს 25.856 ცერემონია დაფიქსირდა, შედარებით რელიგიურ ქორწინებებთან, 23.788.

 

onalem

ტესტ